პროგრამის მიზანი:
ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდა
ექსპორტზე ორიენტირებული სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი კომპანიების საექსპორტო პოტენციალის ზრდა
პროგრამის მოკლე აღწერა:
Anuga Food 2025 - წარმოადგენს საკვები და სასმელი პროდუქტების ყევლაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენას რომელიც 2025 წლის 04-08 ოქტომბერს ქალაქ კიოლნში ჩატარდება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ინდუსტრიის უახლესი საკვები და სასმელლი პროდუქტები.
-
Anuga 2025 აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს :
დელიკატესები (Fine Food), სასმელები (Drinks), ხორცი (Meat), რძის პროდუქტები (Dairy), პური და საკონდიტრო ნაწარმი (Bread & Bakery), (Chilled & Fresh Food), ორგანული პროდუქტები (Organic), გაყინული პროდუქტები (Frozen Food), ცხელი სასმელები (Hot Beverages) და კვების მომსახურება (Out-of-Home Services).
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 7,000-ზე მეტი გამომფენი. ვიზიტორებს ელოდებიან 200-ზე მეტი ქვეყნიდან, რაც იძლევა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქსელური კავშირებისა და გლობალური ბაზრის ტენდენციების გასაცნობად.
- აპლიკანტმა განაცხადის შევსებისას ქვე-კატეგორიის ველში უნდა მიუთითოს ძირითადი საექსპორტო პროდუქტი
- მეოთხე კატეგორიის კომპანიის მხრიდან სავარაუდო თანამონაწილეობის თანხა შეაგენს არა უმეტეს 1350 ევროს, ხოლო მესამე კატეგორიის შემთხვევაში არა უმეტეს 2700 ევროს
პროგრამის სამიზნე ეკონომიკური საქმიანობები:
- საკვები და სასმელი
- ცოცხალი ხილი და ბოსტნეული
- თხილი და თხილის პროდუქტები
- გადამუშავებული ხილი და ბოსტნეული
- საკონდიტრო ნაწარმი
- ზღვის პროდუქტები
- თაფლი
- სუნელები, სანელებლები, სამკურნალო მცენარეები
- მარცვლეული
- ზეთი
- კაკალი
- ნუში
- ხილის და ბოსტნეულის წვენები
- მინერალური და მტკნარი წყლები
- ლიმონათი
- ჩაი
- ალკოჰოლური სასმელები გარდა ღვინისა
- ენერგეტიკული სასმელები
- ყავა
პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები:
- აპლიკანტი არის საქართველოს რეზიდენტი
- აპლიკანტი არის მეწარმე სუბიექტი , გარდა მიკრო მეწარმის სტატუსის მქონე პირისა
- ეკონომიკური საქმიანობა შეესაბამება გამოფენის შინაარს
- აპლიკანტს წინა პერიოდში განხორციელებულ საერთაშორისო ღონისძიებებზე მონაწილეობისას არ უფიქსირდება არასათანადო ქცევა ან გაუმართლებელი გაცდენა/უარის თქმა
- აპლიკანტმა არ უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს მიმართ
- აპლიკანტი არ უნდა ირიცხებოდეს მევალეთა რეესტრში
პროგრამის განხორციელების ვადები:
სარეგისტრაციო პერიოდი:
დაწყება: 29 აპრილი 2025 / 10:40:00
დასრულება: 15 მაისი 2025 / 23:55:00
მიმაგრებული ფაილები:
პროგრამაში ჩართვის/აპლიკაციის პროცესი: